ევროკავშირმა რუსეთს სანქციები შესაძლოა 2016 წლის მარტამდე გაუხანგრძლივოს

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები შესაძლოა, 2016 წლის მარტამდე გაუხანგრძლივოს. საუბარია შეზღუდვებზე, რომელიც ვრცელდება რუს, უკრაინელ მაღალჩინოსნებსა და კომპანიებზე.

გადაწყვეტილებას დღეს ევროკავშირის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ელჩები ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებენ. ოფიციალურად კი დოკუმენტი სექტემბრის შუა რიცხვებში გაფორმდება.

პარალელურად, სანქციებს რუსულ კომპანია როსნეფტის ამერიკის შეერთებული შტატებიც უმკაცრებს. კომპანიას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე აქტივებთან წვდომა აღარ ექნება.

უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის ხელშეწყობის გარდა ვაშინგტონი სანქციებს თავდაცვითი სისტემების მწარმოებელ რუსულ კომპანიებს უწესებს, რომლებიც ირანთან, სირიასა და ჩრდილო კორეასთან მიმართებაში მოქმედ ამერიკული კანონის დარღვევაში არიან ეჭვმიტანილი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე: თუ ვინმემ ვერ გაიგო რას გულისხმობდა კვირიკაშვილი, მესამე კლასის გეოგრაფიის წიგნი უნდა იყიდოს
შემდეგი სტატიაპარიზში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა