ევროკავშირმა მინსკს მოუწოდა ოპოზიციონერებს ყველა პოლიტიკური უფლება მისცეს

ევროკავშირმა მინსკს მოუწოდა ოპოზიციონერებს ყველა პოლიტიკური უფლება მისცეს

ევროკავშირმა მინსკს მოუწოდა ოპოზიციონერებს ყველა პოლიტიკური უფლება მისცესევროკავშირმა ბელორუსში ციხიდან ოპოზიციონერების განთავისუფლებას “ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი პროგრესი” უწოდა მინსკსა და ბრიუსელს შორის. შესაბამისი განცხადებით ევროკავშირის დიპლომატების წინაშე ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი გამოვიდა.
“ჩვენ ველოდებით, რომ ბელორუსის ხელისუფლება ყველა შეზღუდვას მოხსნის და განთავისუფლებულებს ყველა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მისცემს” – განაცხადა მოგერინმა.

გუშინ განთავისუფლებულ პოლიტპატიმრებს შორის ერთ-ერთი ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ნიკოლა სტატკევიჩია, რომლის მაგალითიც მოიყვანა მოგერინმა, როგორც პიროვნების, რომელიც “დაუღლელად მუშაობს იმისათვის, რომ ბელორუსში დემოკრატია იყოს”.
“ნიკოლა სტატკევიჩის, ნიკოლა დედკას, იგორ ოლინევიჩის, იური რუბცოვის, ევგენი ვასკოვიჩის და არტიომ პროკოპენკოს განთავისუფლება დიდი წინგადადგმული ნაბიჯია” – ნათქვამია კომუნიკეში.

პოლიტპატიმრების განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, რომლებიც მასობრივი არეულობების ორგანიზებაში იყვნენ ბრალდებულები, ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ “ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე” მიიღო.

banner
წინა სტატიაშისირიასა და ერაყში 100-მდე გერმანელი ჯიჰადისტი დაიღუპა
შემდეგი სტატიასალვადორის ციხეში ჩხუბს 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა