რუსეთის ფედერაციიდან ვინ მოხვდება ევროკავშირის სასანქციო სიებში, აღნიშნულზე მსჯელობა 4 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი “თვითერის” საკუთარ გვერდზე წერს.
“ევროკავშირის წარმომადგენლები ოთხშაბათს განიხილავენ, ვისი სახელები ჩაიწერება რუსეთის სასანქციო სიაში”, – აღნიშნავს ჟურნალისტი.
მისივე ცნობით, საბერძნეთის პოზიციაა, რომ ამ სიაში მოხვდნენ უკრაინელი სეპარატისტები და არა რუსეთის ე.წ. ვი-აი-პი პერსონები.
ცნობილია, რომ ევროკავშირის საბჭომ რუსეთისთვის სანქციების 2015 წლის სექტემბრამდე გაგრძელების საკითხს მხარი დაუჭირა.