ევროკავშირი უკრაინას 1,8 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირმა გადაწყვიტა უკრაინას 1,8 მილიარდი ევრო გამოუყოს, ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ჯან კლოდ იუნკერმა გააკეთა.
„ევროპა ერთსულოვანია უკრაინასთან დაკავშირებით“ – თქვა იუნკერმა რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით უკრაინამ ევროკავშირს 2 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფა სთხოვა.
ევროკომისიის წინადადება თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებმა და ევროპარლამენტმა უნდა დაადასტურონ.
2014 წელს ევროკავშირმა უკრაინას მაკროსაფინანსო პროგრამის ფარგლებში 1,3 მილიარდი ევრო გამოუყო.

banner
წინა სტატიაშიჯვრის უღელტეხილიდან სტეფანწმინდის მიმართულებით ზვავსაშიშროებაა
შემდეგი სტატიაპარიზელი ტერორისტები „კადიროველები “ აღმოჩნდნენ და ისინი ჯერჯერობით არ დაუჭერიათ