ევროკავშირი რუსეთს უკრაინაში ძალადობის შესაჩერებლად სრული პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს

ბიბისი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ნახევარი წლით გააგრძელა

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ძალადობის შესაჩერებლად სრული პასუხისმგებლობა აიღოს.

ამის შესახებ განცხადებაში სწერია, რომელიც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლმა გაავრცელა.

ფედერიკა მოგერინის თქმით, ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად სურთ კრიზისის პოლიტიკური გზებით მოგვარება და მძიმე შეიარაღება გაიყვანონ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეფასებით, მინსკის შეთანხმების შესრულების პროცესში პირველი ნაბიჯი სწორედ რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შეჩერება უნდა გახდეს.

banner
წინა სტატიაშიქუცნაშვილი პროკურატურას კორტების საქმის მთავარი მოწმის უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიამიკაილ კადიევის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხს თავიდან შეისწავლიან