ევროკავშირი დონბასს კოსმოსიდან დააკვირდება

ევროკავშირი დონბასს კოსმოსიდან დააკვირდება

,,მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციის მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირი გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას ეუთოს და გამოუყოფს მას 18 მილიონ ევროს, უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგული მისიის მხარდაჭერათა პაკეტის ფარგლებში,, ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც ეუთოს მისიისათვის სპეციალური, კოსმოსიდან სატელიტური დაკვირვების საშუალებების სრულყოფილებას ისახავს მიზნად.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოყოფილი სახსრები დონბასის რეგიონის სატელიტური დასურათების, გარემოს შესწავლის გაუმჯობესებაზე და მისიისთვის სპეციალური დასაკვირვებელი ტექნიკის შეძენაზე წავა.

banner
წინა სტატიაშისტიქია მარნეულში
შემდეგი სტატიასასწრაფოდ-სოციალურ ქსელში წყლულეთის მოსახლეობა მიმართვას ავრცელებს