ევროკავშირი ბრიტანეთის გამო შეთანხმებების დარღვევას არ აპირებს

ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა აღიარა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია გადახედოს საკუთარ ხელშეკრულებებს იმის გამო, რომ გაერთიანებული სამეფოს სურვილები აასრულოს ევროკავშირში წევრობის რეფერენდუმის გამო.

კემერონი იმყოფება ბრიუსელის სამიტზე, სადაც მან კოლეგებს ბრიტანეთის და ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ წინადადებები უნდა წარუდგინოს.
მან უკვე აწარმოა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებთან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება. კემერონმა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე ბრიტანეთის და ევროკავშირის შესაძლო ურთიერთობებიც განიხილა. ტუსკის თქმით, ლონდონის წინადადებები განხილული იქნება «მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების კუთხიდან».
ტუსკმა კემერონი გააფრთხილა, რომ ევროპის ძირითადი ღირებულებები არ იქნება გადახედილი. ბრიტანეთის პრემიერი ევროკავშირის საბაზო ღირებულებების გადახედვას უკვე არ მოითხოვს და ამბობს, რომ ის დროთა განმავლობაში შეიცვლება.
ევროსკეპტიკი ჯონ რედვუდი, რომელიც პარლამენტში კონსერვატორებს წარმოადგენს, ამბობს, რომ არ შეიძლება ევროკავშირს ენდონ. «არ შეიძლება ჩვენ ევროკავშირს ვენდოთ. ისინი საკუთარ პოზიციას იმაზე ხშირად იცვლიან, ვიდრე მე ჩემს პერანგს. ანუ, ძალიან ხშირად» – თქვა რედვუდმა.
კემერონის დაპირება, რომ 2017 წლის ბოლომდე ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმს ჩაატარებდა, ბრიტანეთის და ევროკავშირს შორის არსებული ხელშეკრულების გადახედვას გულისხმობდა.
დამოუკიდებელი გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი ამბობს, რომ კემერონს მოუწევს «ფაქტს შეეგუოს», იმასთან დაკავშირებით, ევროკავშირი ბრიტანეთს რეფერენდუმის ჩატარებაზე თანხმობას არ მისცემს.
მისი თქმით, ბრიუსელსა და ლონდონს შორის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება.

banner
წინა სტატიაშიანტიამერიკული და პროამერიკული განწყობები მსოფლიოში
შემდეგი სტატიათამარაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ბიჭის დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია