ევროკავშირი აღოსავლეთ უკრაინაში სამხედროებს არ გაგზავნის

ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინას განუხცხადეს, რომ შეშფოთებულები არიან იმ დარღვევებით, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ დაფიქსირდა, თუმცა აღნიშნულ რეგიონში სამხედრო ძალების გაგზავნას არ აპირებენ.

„ჩვენ, შესაძლებელია, ვისაუბროთ სამოქალაქო მისიაზე და არა სამხედროზე“ – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისი თქმით, ევროკავშირი სამოქალაქო მისიას კიევში გააგზავნის. ისინი შეეცდებიან უკრაინაში უსაფრთხოების გაძლიერებას.

მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ განაცხადა, რომ „ევროკავშირმა და გაერომ სამშვიდოებოები უნდა შეიყვანოს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ზონაში“.

პოროშენკოს თქმით, სამშვიდობო მისია საკმარისი კონტროლისთვის არის აუცილებელი. ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ „მათ არ შეუძლიათ მძიმე ტექნიკის გაყვანის კონტროლი.“

ტუსკმა დადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციები რუსეთთან მიმართებაში იქამდე იქნება აქტუალური, სანამ ის პოზიციას არ შეიცვლის.

banner
წინა სტატიაშიბალტიმორში არეულობის გამო კომენდანტის საათს შემოიღებენ
შემდეგი სტატიაბესელიას და ვოლსკის ზუგდიდლები აქციით დახვდნენ