ევროკავშირის წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკვანძოსა და ისტორიულს უწოდებს

ევროკავშირი საქართველოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარებას სთავაზობს

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილის კარლო ნატალე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით “იყო საკვანძო და ისტორიული გადაწყვეტილება”.
ამის შესახებ კარლო ნატალემ დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინწინდელი გადაწყვეტილება, ჩვენი აზრით, იყო საკვანძო, ისტორიული გადაწყვეტილება, რადგან მართლაც არსებობდა სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობდა ზოგადად ასეთი პროცესები. ის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, მიანიშნებს, რომ სასამართლო საქართველოში მიჰყვება სათანადო პრინციპებს. ჩვენ ადრე გვქონდა გარკვეული კითხვები ამასთან დაკავშირებით და ამიტომაც ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, არის დიდი მიღწევა”, – განაცხადა კარლო ნატალემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საკმაოდ მალე, 24 საათში მოხდა, თუმცა არ ისურვებდა პროცედურულ დეტალებში ჩაღრმავებას, ვინაიდან ნატალეს თქმით, ეს უკვე საქართველოს კანონმდებლობის გადასაჭრელი საკითხია.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ განცხადებებისგან, რომელიც არასწორ მოლოდინებს აჩენს
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქცია გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლთან