ევროკავშირის ლიდერები საბერძნეთის ხელისუფლებას ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ

საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში ისევ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

ევროკავშირის ლიდერები საბერძნეთის ხელისუფლებას ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

ოფიციალურ ათენს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიმართა და რეფერენდუმის თაობაზე გააფრთხილა.

დონალდ ტუსკის განცხადებით, თუ რეფერენდუმის შედეგი უარყოფითი იქნება, მოლაპარაკებებს აზრი აღარ ექნება.

საბერძნეთის კრიზისზე ტელეფონით ილაპარაკეს ბარაკ ობამამ და ფრანსუა ოლანდმა. თეთრი სახლის წარმომადგენელთა განცხადებით ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რეფორმების პაკეტის დასამუშავებლად და დასაფინანსებლად დიალოგი აუცილებელია.

banner
წინა სტატიაშიხვალიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის
შემდეგი სტატიასაბერძნეთში მთავრობის მხარდამჭერი აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა