ევროკავშირის ექსპერტები სტუმრად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

ევროკავშირის ექსპერტები სტუმრად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

ევროკავშირის ექსპერტები სტუმრად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიდღეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბატონი ლევან მურუსიძე, მოსამართლეები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები – მოსამართლეთა ეთიკის კოდექსის შემუშავება, უკანასკნელ პერიოდში, კორუფციულ საქმეებზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთა რაოდენობა და შეფარდებული სასჯელთა სახეები და სხვა მნიშვნელოვანი თემები.

სტუმრები, ასევე დაინტერესდნენ რა კრიტერიუმები და გარანტიები არსებობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობებზე დანიშვნის, მათი მიუკერძოებლი და დამოუკიდებელი საქმიანობის შესახებ.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ქართველმა და უცხოელმა სტუმრებმა მათთვის აქტუალურ და საინტერესო კითხვაზე ამომწურავი პასუხები მოისმინეს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. უფასო ფულის ინიციატივა პარლამენტმა არ გაიზიარა
შემდეგი სტატია“საქართველომ არჩეულ გზას არ უნდა გადაუხვიოს,” – მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის ახალ გადაწყვეტილებაზე