ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურაა წარდგენილი

თინა ხიდაშელი: ძალიან მნიშვნელოვანი როდესაც პრეზიდენტი ახერხებს იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი და არა დამქუცმაცებელი

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, პრემიერი თინა ხიდაშელის კანდიდატურის წარდგენას დაეთანხმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თემურ ჭკუასელმა ჟურნალისტებს კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისთან განუცხადა.
მისივე თქმით, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურა გადაწყვეტილია და ეს ერთადერთი კანდიდატურაა და მას პრემიერი დაეთანხმა.
“ფრაქციის სხდომაზე ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. პრემიერი მის კანდიდატურას დაეთანხმა, ამით ძალიან ბევრი რამ არის გათვალისწინებული და გააზრებული”, – აღნიშნა თემურ ჭკუასელმა.
თემურ ჭკუასელმა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მისთვის უცნობია.
“პირადად მე ეს საკითხი არ მაღელვებს, მალე გამოჩნდება, იქნება თუ არა ეს ასე. მე ვფიქრობ, რომ მემატება ძალიან ბევრი საქმე, ბუნებრივად ვარ ძალიან პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, რა თქმა უნდა, ყურადღება მოაკლდება ჩემს რაიონს, რომელსაც წარმოვადგენ. ამაზეც მწყდება გული. ორივე საქმის კეთება რთულია, მაგრამ უნდა გავუძლო, თუ გავხდები კომიტეტის თავმჯდომარე”, – აღნიშნა თემურ ჭკუასელმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვერენჩხილაძე – პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლაზე ხელისუფლების წევრების მიწვევა, მათთვის მოსაწვევების გაგზავნას არ გულისხმობს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი – ჩვენი არჩევანი არის რეგიონული პროპორციული სისტემა