ევროაპრლამენტის ახალი ინიციატივები მანქანების სისტემაზე

ევროპარლამენტმა ავარიის შესახებ გზებზე ახალი სისტემა დაამტკიცა, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანებს გაუადვილებს უფრო სწრაფად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე.
ავტოპმატური სისტემა, რომელსაც ECall დაარქვეს, მოქმედებას 2018 წლის 31 მარტის საერთოევროპული სტანდარტით დაიწყებს. სკეპტიკოსები კი თვლიან,რომ ახალი მოწყობილობა მთავრობას საშუალებას მისცემს მოქალაქეების გადაადგილება გააკონტროლოს.
ECall სისტემით მოწყობილი იქნება ყველა მანქანა, მათ შორის ავტობუსები. მოწყობილობა დაჯახების შესახებ სიგნალს ავტომატურად აგზავნის 112-ზე.
ხანგრძლივი დებატების შემდეგ, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის აღნიშნულ საკითხე გაიმართა, გადაწყდა სიგნალში შევიდეს შემდეგი სახის ინფორმაცია – ავტომობილის ტიპი, საწვავის ტიპი, შემთხევის დრო და კოორდინატები.
ევროკომისიის გათვლებით, მსგავსი მოწყობილობის ავტომანქანაზე დამატება მის ღირებულებას მხოლოდდამხოლოდ 100 ევროთი გაზრდის.

banner
წინა სტატიაშინატო: რუსეთი, შესაძლებელია დონბასზე ახალ შეტევას ამზადებდეს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ფაქტობრივად, არის სრული არაპროფესიონალიზმი