ედიშერ თოლორაია: ხალხის მიერ არჩეული გამგებელი ვარ და ალბათ სავარაუდოდ ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს შუა გზაზე

დავით საგანელიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან “საპარტნიორო ფონდში” გადავიდა, რის გამოც პარლამენტში “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მიხედვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია უნდა შევიდეს.

თავად თოლორაიას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კონკრეტული პასუხი არ აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ამ დროისათვის არაფერი გადაუწყვეტია.

“ვიცი რომ სიის მიხედვით სწორედ მე მიწევს პარლამენტში შესვლა, თუმცა ამაზე ჯერჯერობით ვფიქრობ. ჯერ არ გადამიწყვეტია არაფერი. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მე ხალხის მიერ არჩეული გამგებელი ვარ და ალბათ სავარაუდოდ ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს შუა გზაზე. ამაზე უფრო კონკრეტულად ცოტა მოგვიანებით შემიძლია გესაუბროთ”-აცხადებს ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია.

შეგახსენებთ, რომ დავით საგანელიძე პარლამენტის წევრი “ქართული ოცნების” სიით გახდა. მას სიაში სწორედ ედიშერ თოლორაია ცვლის. იმ შემთხვევაში, თუ ზუგდიდის გამგებელი პარლამენტის წევრობაზე საბოლოო უარს განაცხადებს, საგანელიძეს ვლადიმერ აჩბა შეცვლის.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პატრიარქი ატენისა და გორის ეპარქიაში იმყოფება
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: დავით საგანელიძის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად გადასვლა უმრავლესობისთვის მარტივი თემა არ არის