ედინბურგის ფესტივალი: პერფორმანსი, სადაც შიშვლები ისვრიან ფერებს

ედინბურგის ფესტივალი: პერფორმანსი, სადაც შიშვლები ისვრიან ფერებს

ედინბურგის ფესტივალი: პერფორმანსი, სადაც შიშვლები ისვრიან ფერებსროდის გაშიშვლდით ბოლოს და გვერდით მყოფს ესროლეთ ფერები? – ასე იწყება ჰანა ელლის-პეტერსენის სტატია The Guargian-ში, რომელიც ედინბურგის ყოველწლიური ფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან წარმოდგენას ეხება.
Liberation – ასე ქვია პერფორმანსს, რომელიც ალქიმიის თეატრის კომპანიამ გაიტანა ედინბურგის ფესტივალის სცენაზე და რომელიც სულ 5 პერფორმანსს მოიცავს. ხუთივე წარმოდგენა თანამედროვე ცხოვრების წესს მკაცრად არღვევს და ისეთი კუთხით აჩვენებს, რომელიც ახალია, თან ძალიან მარტივი.
ერთ-ერთი ხმაურიანი წარმოდგენისას მსახიობები თანდათანობით იხდიან ტანსაცმელს, შემდეგ შიშვლები დგანან სცენაზე და ერთმანეთს ფერებს ესვრიან.
«განსაკუთრებით ბრიტანულ კულტურაში, შენ ყოველთის გრცხვენია საკუთარი თავის და ყოველთვის ბოდიშს იხდი საკუთარი თავის გამო» – ამბობს 25 წლის ლუკ კლარკი, რომელიც შოუს დირექტორია. «ეს პერფორმანსი ადამიანების ინდივიდუალობის ზეიმია. დიდი იმედი მაქვს მაყურებელი, რომელიც შოუს ნახავს იტყვის: დიახ, მე ირგვლის ძალიან ოფიციალური სიტუაცია მაქვს, მაგრამ შესაძლებელია შევქმნა მომენტი, როცა ამ ვითარებაში გამოვცდი საკუთარ თავს. ეს ძალიან მაგარი იქნება» – ამბობს თეატრის დირექტორი.

ედინბურგის ფესტივალი: პერფორმანსი, სადაც შიშვლები ისვრიან ფერებს
ალქიმიის თეატრი კლარკმა და მისმა მეგობარმა დააარსეს. ისინი მიღებული და ყველასთვის კარგად ცნობილი ადამიანური ბუნების საპირისპიროდ ყველაზე დამალულ და საინტერესო თვისებების სცენაზე გადმოტანას სდილობენ – წერს ჰანა პეტერსენი.
“ჩვენ დალაგებას უფრო მეტ დროს ვუთმობთ, ვიდრე შოუს, მაგრამ ეს ამად ღირს” – ამბობს კლარკი.
პერფორმანსი ფეტივალზე 9-დან 19 აგვისტოს ჩათვლით იქნება ნაჩვენები.

banner
წინა სტატიაშიგერმანია: ჟურნალისტებს სახელმწიფო საიდუმლოს გათქმის ბრალდება მოუხსნეს
შემდეგი სტატიაუვარგისი პურს, რომელსაც პატიმრები არ ჭამენ, დაუგდებენ მტრედებს, მტრედები კვდებიან!!!