ისრაელის სამხედრო პატრულმა ოთხ სათევზაო ნავს, რომელიც ღაზას სექტორიდან იყო, ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად ერთ-ერთი მეთევზე გარადიცვალა.
ებრაელები მეთევზეებს ნაპირიდან 6 საზღვაო მილზე ახლოს არ უშვებენ.
როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ნავები ცეცხლის ქვეშ მოყვნენ იმ მიზეზით, რომ მათ დაშვებულ მანძილზე ახლოს გამოცურეს.
ისრაელმა მათ მიერ ოკუპირებულ ღაზას სექტორის ბლოკადა „თავდაცვითი აუცილებლობის“ გამო მოახდინა. პალესტინის ტერიტორიის მცხოვრებლები 6 მილიან სასაზღვრო ზონას აპროტესტებენ.