ებოტის განცხადებით ავსტრალია უკრაინაში საკუთარ ჯარს გააგზავნის

ებოტის განცხადებით ავსტრალია უკრაინაში საკუთარ ჯარს გააგზავნის

ებოტის განცხადებით ავსტრალია უკრაინაში საკუთარ ჯარს გააგზავნის

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა ქვეყნის პარლამენტში განცხადება გააკეთა, რომ რეისი მნ17-ის კატარსტროფის შემდეგ ნიდერლანდებთან აწარმოა მოლაპარაკება უკრაინაში სამხედროების გაგზავნის თაობაზე – ინფორმაციას ამის შეასხებ The Australian ავრცელებს.
„ჩვენ ვისაუბრეთ ჰოლანდიელებთან და გადავწყვიტეთ ერთობლივი ოპერაცია ჩავატაროთ“ – თქვა მან. ამასთანავე, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი კონტიგენტის რაოდენობა.
„ეს საკითხი ჩვენი და ჰოლანდიელი კოლეგების დისკუსიისას წამოიჭრა, რადგან საუბარია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე“ – თქვა პრემიერ მინისტრმა და მაგალითად მოიყვანა მალაიზიის ავიაკომპანიის Boeing 777 რეისი, რომელიც აკეთებდა რეისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპური და რომელმაც 17 ივლისს დონეცკის მხარეში კატასტროფა განიცადა.
თვითმფრინავის ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 192 ჰოლანდიის და 38 ავსტრალიის მოქალაქე. კატასტროფის შედეგედ ყველა მათგანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამამ პუტინს ორი კვირა მისცა მოსაფიქრებლად
შემდეგი სტატიაოპოზიციური პოლიტიკური პარტია პიარზე ფიქრობს –დავით საგანელიძე