„დღის ბოლოს გახდება ცნობილი, თუ რა ფორმით გაიყიდება ბილეთები“

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებით, გულშემატკივარი, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის გაიგებს, თუ სად და რა ფორმით გაიყიდება UEFA-ს 2015 წლის სუპერთასის ბილეთები.

სიჭინავას განცხადებით, ფეხბურთის ფედერაცია, UEFA და biletebi.ge-ს ადმინისტრაცია ერთობლივად ცდილობენ აღმოფხვრან ის ხარვეზები, რაც biletebi.ge-ს საიტზე იყო.

„დღეს უკვე გვეცოდინება, თუ რა ფორმით გაიყიდება ბილეთები. მუშაობა მიმდინარეობს UEFA-სთან და biletebi.ge-სთან, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ და არა ის, რომ დავსაჯოთ ვინმე. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გულშემატკივრები დავაკმაყოფილოთ და მორჩეს პანიკა ამ თამაშის ირგვლივ. ვმუშაობთ იმისთვის, რომ დღის განმავლობაში გულშემატკივრებს ინფორმაცია მივაწოდოთ, სად და რა ფორმით გაიყიდება ბილეთები“, – განაცხადა სიჭინავამ

შეგახსენებთ, რომ biletebi.ge-ს საიტი ამ დრომდე გათიშულია. ადმინისტრაციის ინფორმაციით დღეს ბარსელონა-სევილიას თამაშზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში არ გაიყიდება.

banner
წინა სტატიაში“ვიმედოვნებთ, “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი” ძალიან სწრაფად შეასრულებს ვალდებულებას,“ – დიმიტრი ქუმსიშვილი
შემდეგი სტატიაეკა გიგაური ხელისუფლებას კრიზისების მართვის გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს