დღეში მხოლოდ ერთხელ ვიკვებებით – დევნილი ქალბატონი აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე

დღეში მხოლოდ ერთხელ ვიკვებებით - დევნილი ქალბატონი აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე

დღეში მხოლოდ ერთხელ ვიკვებებით - დევნილი ქალბატონი აფხაზეთის მთავრობის სხდომაზეაფხაზეთის მთავრობამ ზუგდიდში გასვლითი სამთავრობო სხდომა გამართა. სხდომას, აფხაზეთის მთავრობის, დევნილთა სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, დევნილებიც ესწრებოდნენ. სამთავრობო სხდომა ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას მოწვევით ჩატარდა.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა სხდომაზე შესრულებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. აფხაზეთის მთავრობის ხელმძრვანელის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ზუგდიდში 2016 წლის ბოლოს დევნილების ბინით დაკმაყოფილების საკითხი მოგვარებული იქნება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგეენლებს რეგიონში უფრო ხშირად ჩამოსვლისკენ მოუწოდა, რადგან ეს, მისივე თქმით, დევნილებისთვის მორალურ მხარდაჭერას წარმოადგენს.
გარდა ამისა, რამდენიმე დევნილმა საკუთარი ოჯახის პრობლემა აფხაზეთის მთვარობის წარმომადგენლებს პირადად გააცნო.

აფხაზეთიდან დევნილ თინა ქირია ბინით უზრუნველყოფას ითხოვს. მისი თქმით, ის უკვე ერთი წელია ნათესავის სახლში, სხვისი ლუკმაპურის ხარჯზე ცხოვრობს.
“იმდენად გვიჭირს, რომ დღეში მხოლოდ ერთხელ ვიკვებებით. სახლში ავადმყოფ მეურღლე და ოთხი უცხო ენის სპეციალისტი ქალიშვილი მყავს, ვერც ერთმა სამსახური ვერ ვიშოვეთ”, – თქვა თინა ქირიამ.
აფხაზეთი მთავრობის წარმომადგენელმა ქირიების ოჯახს დახმარების პირობა მიცცეს და უთხრეს, რომ მათ საკითხს შეისწავლიან.

შეგახსენებთ რომ ქალაქ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩა №7-ში, 34 თორმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყება, სადაც საბოლოო ჯამში 2460 დევნილი ოჯახი ბინას საკუთრებაში მიიღებს. ეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააგილებულ, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დევნილებს დღეს გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: არ შემიძლია ამის კომენტირება, ეს სასაცილოა
შემდეგი სტატიააფხაზები აღიარებას ლათინურ ამერიკაში ეძებენ