დღეს, ხალხი უკეთეს საქართველოში ცხოვრობს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

11245522_573764339393673_5023215956795787009_nსაქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად არაერთი პრობლემისა და გამოწვევისა, დღეს, ხალხი უკეთეს საქართველოში ცხოვრობს, ვიდრე რამდენიმე წლის წინ ცხოვრობდა–ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„მე დღეს თამამად და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ მიუხედავად არაერთი პრობლემისა და გამოწვევისა, ბევრად უკეთეს საქართველოში ვცხოვრობთ, ვიდრე რამდენიმე წლის წინ ვცხოვრობდით და ჩვენი ქვეყანა, ისე როგორც არასდროს, ახლოსაა არაერთი თაობის ოცნების ასრულებასთან – ჩვენს ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან! დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს აღარ ეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმის, აღარ ეშინიათ შურისძიების.დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პატიმრებს არ აწამებენ, არ კლავენ, სადაც ჟურნალისტებს არ აშანტაჟებენ და არ აძლევენ მითითებებს სახელმწიფო უწყებებიდან, სადაც ბიზნესს არავინ ატერორებს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას საკუთარი ხალხის ხმა ესმის“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და მთავრობამ სასამართლო გაათავისუფლა სახელისუფლებო წნეხისგან, ასევე, მისივე თქმით, პოლიცია და ჯარი გახადა დეპოლიტიზებული.

„ადამიანი – აი, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი. ჩვენი ქვეყანა ახლა უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი იყოს შეუქცევადი და არანაირი დაბრკოლება არ გვქონდეს ამ მიმართულებით. მეც და მთელი ჩვენი სამთავრობო გუნდი სრულად ვაცნობიერებთ და ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ზედიზედ სამ არჩევნებში ქართველმა ხალხმა დაგვაკისრა. მე, როგორც მთავრობის მეთაურს, ბუნებრივია, ამ პროცესში მაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“,- განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, პარლამენტის მიერ გამოცხადებული ხელახალი ნდობა მათ მისცემს სტიმულს, რათა ახალი ენერგიით, ახალი ძალისხმევით განაგრძონ მუშაობა იმ საერთო მიზნების მიღწევისთვის, რისთვისაც ისინი ქართველმა ხალხმა აირჩია და გადასცა ქვეყნის მართვის სადავეები.

banner
წინა სტატიაშივერცერთ შემთხვევაში ვერ დაიტრაბახებდით დეპოლიტიზაციაზე-ეკა ხერხეულიძე
შემდეგი სტატიამე მინდა გთხოვთ დათვალოთ პენსიონერის პენსია დოლარში–აკაკი ბობოხიძე