დღეს ჩვენ ამაყად ვდგავართ აქ, საქართველოს მიწაზე, რადგან ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას

პრეზიდენტი ოლიმპიადის დახურვის ღონისძიებას ხვალაც არ დაესწრება

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ნატო-ს გენერალურ მდივნს იენს სტოლტენბერგს უმასპინძლადღეს ჩვენ ამაყად ვდგავართ აქ, საქართველოს მიწაზე, რადგან ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნულ სასწავლო ცენტრს “კრწანისში” განაცხადა, სადაც ნატო-ს გენერალურ მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გახსნა.
ქვეყნის პირველმა პირმა ქართველ ჯარისკაცებს მიმართა და აღნიშნა, რომ ეს დღე, საკუთარი სისხლისა და ოფლის ფასად სწორედ მათ მოიტანეს.
“მინდა დიდი მადლობა ვუთხრა გენერალურ მდივანს და მთელს დელეგაციას იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ერთად არიან და იზიარებენ ჩვენს წარმატებას. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და იმ დელეგაციას, რომელმაც ერთი წლის წინ უელსიდან ნატო-საქართველოს ურთიერთობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პაკეტი წამოიღო, მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო, იმიტომ რომ თქვენი სისხლის და თქვენი ოფლის ფასად მოიტანეთ ეს დღე. დღეს თქვენთან ერთად ამაყად დგანან ის გმირები, ვინც ბრძოლის ველზე დაეცნენ, დღეს თქვენთან ერთად ამაყად დგანან ჩვენი ქვეყნის ის მომავალი ჯარისკაცებიც, რომლებიც ჩვენს ოჯახებში იზრდებიან. დღეს ჩვენც ამაყად ვდგავართ აქ, საქართველოს მიწაზე, რადგან ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, ვაძლიერებთ იმ ღირებულებების დაცვას, რისთვისაც ყოველთვის ვიბრძოდით – ჩვენი, როგორც თავისუფალი, დამოკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას და ჩვენ ვიცავთ ამ ღირებულებებს არა მარტო ჩვენს მიწა-წყალზე, არამედ გლობალური მასშტაბით.
ჩვენი ახალი სასწავლო ცენტრი კიდევ უფრო დახვეწს თქვენს უნარებს, რომლებსაც თქვენ გამოიყენებთ მხოლოდ ერთი მიზნისთვის, დაიცვათ თავისუფლება და ის ღირებულებები, რის ირგვლივაც ჩვენ ვართ გაერთიანებულნი.
დიდი სიამაყით ვდგევართ დღეს აქ, იმიტომ რომ იმაზე მეტი სიამაყე არ შეიძლება ჰქონდეს ქართველ კაცს, ვიდრე იარაღით ხელში იცავდეს თავისი და თავისი საზოგადოების მშვიდ ძილს. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამისთვის”, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ჯარისკაცებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენების შემოსვლის ფაქტს სუს-ში არ ადასტურებენ
შემდეგი სტატიარუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა