„დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა მატროსოვის საკანში ჯდომას ნიშნავს“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობას ფორმალობაა.

როგორც ტელეკომპანოია „იმედს“ სააკაშვილმა განუცხადა, თუ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ მოქალაქეობა ჩამოართვას, ეს არ იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის.

„როდესაც საქართველოში დავბრუნდები და ეს უფრო ჩქარა მოხდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია, ხალხი როგორც გააუქმებინებს მათ ჩემზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, ასე გააუქმებს მოქალაქეობის ჩამორთმევას. ედუარდ შევარდნაძე არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე, როდესაც საქართველოს ლიდერი გახდა, არც ბიძინა ივანიშვილს ჰქონია საქართველოს მოქალაქეობა, როდესაც საარჩევნო კამპანიას ატარებდა და საქართველოს ლიდერი გახდა. დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა, სხვა ჩემს მეგობრებთან ერთად, მატროსოვის 6 კვადრატულ მეტრ საკანში ჯდომას ნიშნავს. რომ გითხრათ, დღეს რაიმე პრივილეგიას მანიჭებს საქართველოს მოქალაქეობა, ასე არ არის. ეს წმინდა ფორმალობაა, თუმცა მინდოდა, რომ ეს თავიდან ამეცილებინა“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ექს-პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის მოქალაქეობის ნაცვლად დათმო და ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი “ნაციონალებიდან” წასულ პოლიტიკოსებზე – ზოგი წავა, ზოგი მოვა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – ახლა ოდესაში შედეგის დადება ნიშნავს უკრაინის გადარჩენას და ე.ი. საქართველოს გადარჩენას