დღეს შენდობის კვირაა

შენდობის კვირას, დღეს, ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. როგორც “თაიმერს” საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.
კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.
საპატრიარქოში ამ მომენტისთვის ვერ აკონკრეტებენ დღეს თუ რომელ საათზე შეასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შენდობის წესს. ამის შესახებ წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი თავად განაცხადებს.
შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.
წელს დიდმარხვა 23 თებერვლიდან დაიწყება და 12 აპრილს, უფლის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო