“დღეს ყველა პოლიტიკოსისგან, განურჩევლად პოლიტიკური ბანაკისა, ველი მედიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

margvelashviliპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკოსებს შეახსენებს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაპირისპირების შედეგად შევარდნაძის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, “იმედის” გარშემო განვითარებული მოვლენების გამო კი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა გადაცემა “არჩევანში”, “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა, იმედი აქვს, რომ პოლიტიკოსებს “ეს ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვთ”.
“შესაბამისად, მე დღეს ყველა პოლიტიკოსისგან, განურჩევლად იმისა, რომელ პოლიტიკურ ბანაკს მიეკუთვნება, რა დამოკიდებულება აქვს ამა თუ იმ მაუწყებელთან, ველი მედიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს სასამართლო საქმეში ჩარევას, მაგრამ ხაზგასმით უნდა იქნას დაფიქსირებული ეს ღირებულებები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება უშუალოდ “რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, პრეზიდენტის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მედიასაშუალების დამოუკიდებელობა იყოს შენარჩუნებული.
“რუსთავი 2”, ისევე. როგორც ნებისმიერი მედიასაშუალება, არის ქართული საზოგადოების მონაპოვარი, რომელიც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს დაგვიცავს და რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში იყოს, განვითარდეს და გაღრმავდეს დემოკრატია. კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან დავა ეხება კომპანიის მეწილეებს და მიმაჩნია, რომ სასამართლოს საქმეში პოლიტიკოსი, მით უმეტეს თანამდებობის პირი არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ მეორე საკითხია თვითონ “რუსთავი 2”-ის ფუნქციონირება. ის ისევე, როგორც ნებისმიერი მედია არ არის მხოლოდ ბიზნესკომპანია. მისი საქმიანობის მომხმარებელია ქართული საზოგადოება. ბუნებრივია, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად იმისა, მოსწონს თუ არა მას “რუსთავი 2″-ის ტონი, პათოსი, მნიშვნელოვანია, რომ მედიასაშუალებების დამოუკიდებელობა იყოს შენარჩუნებული”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

“მე საზოგადოებას გავახსენებ, იმ ფაქტებს, როდესაც ისმებოდა შეკითხვები თავისუფალი მედიის შეზღუდვაზე. როდესაც ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დროს სწორედ რუსთავი 2-ს დაუდგა სირთულე. უმაღლესი თანამდებობის პირობებმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შს მინისტრს, გენერალურ პროკურორს მოუხდათ თანამდებობის დატოვება.

ამის შემდეგ იმედის დახურვას გადაჰყვა საქართველოს მაშინ ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურის საქართველოს პრეზიდენტის ვადა და პრეზიდენტი სააკაშვილი. მედიის საკითხები იქნა ხელშეხებული, ის გახდა იძულებული გადამდგარიყო,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე: ახლა მართლა “დეჟავიუ” დამეწყო
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ქართულ ოცნებას იმ ღირებულებებს ახსენებს, რომლითაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ