დღეს უკრაინელ რეჟისორს როსტოვში განაჩენს გამოუტანენ

დღეს უკრაინელ რეჟისორს როსტოვში განაჩენს გამოუტანენ

დღეს უკრაინელ რეჟისორს როსტოვში განაჩენს გამოუტანენსამშაბათს როსტოვში ჩრდილოკავკასიური სამხარეო სასამართლო უკრაინელ რეჟისორს ოლეგ სენცოვს და მემარცხენე აქტივისტ ალექსანდრ კოლჩენკოს განაჩენს გამოუტანს. რუსეთის ხელისუფლება ორივე მათგანს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებს.
გასულ კვირას პროკურორმა დასკვნით სიტყვაში სენცოვისთვის 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, კოლჩენკოსთვის კი 12 წლით.
ორივე მეიდანის ყირიმელი აქტივისტები არიან და მათ მიმართ წარმოებულ საქმეს პოლიტიკურად აფასებენ. რეჟისორის მომხრეების თქმით, საქმე შეკერილი და ფალსიფიცირებულია.
სენცოვის განცხადებით, დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მას აღიარებითი ჩვენება ჩამოართვეს.
“მე თქვენ არაფერს გთხოვთ… ყველასთის ყველაფერი გასაგებია. ოკუპანტების სასამართლო არ შეიძლება სამართლიანი იყოს თავისი განსაზღვრებით. არაფერი პირადი, თქვენო ბრწყინვალებავ” – განაცხადა სენცოვმა თავის ბოლო სიტყვაში გასულ კვირას.

უკრაინელ რეჟისორს ტერორიზმის მუხლით ასამართლებენ.

banner
წინა სტატიაში“ნორმანდიული ოთხეულს” შესაძლებელია პუტინი გამოეთიშოს
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეამ საზღვარზე დინამიკები გამორთო