დღეს სახელმწიფომ იზარალა– საქართველოს პრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

17281_415877955247150_1680485056492033199_nჩემს მოხსენებაზე მთავრობის არგამოცხადებით პრეზიდენტის ინსტიტუტს არ უზარალია, დღეს იზარალა სახელმწიფომ, – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმ ფაქტს , რომ საკანონმდებლო ორგანოში მისი წლიური ანგარიშით გამოსვლას მინისტრთა კაბინეტის წევრები არ დასწრებიან.

“ვფიქრობ, მთავრობის დღევანდელი არგამოცხადება ჩემთვის წამგებიანი არ იყო. ეს წამგებიანი იყო სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. ამან პოზიტივი არ შესძინა ხელისუფლებას, რადგან ვფიქრობ, რომ პიარულად ეს პრობლემაა. დღეს სახელმწიფო შეგვეძლო გაგვეძლიერებინა. დღეს იყო ძალიან საინტერესო შესაძლებლობა, ყველასთვის გვეჩვენებინა ქვეყანაში ხელისუფლების ერთიანობა – ეს არის მესიჯი ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც, ეს არის მესიჯი ბიზნესისთვის. როდესაც ინსტიტუტი ძლიერია, იქნება ეს პრეზიდენის, მინისტრის თუ პარლამენტის, საქმეც უფრო იოლად ხორციელდება. შესაბამისად, პრზიდენტის ინსტიტუტს დღეს არ უზარალია, დღეს იზარალა სახელმწიფომ და ვფიქრობ, რომ დღეს პიარულად არ არის მთლად მომგებიანი დღე მთავრობისთვის, რასაც გულწრფელად ვდარდობ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება შეკითხვას, აქვს თუ არა ადგილი პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას, გიორგი მარგველაშვილის თქმით, “სამწუხაროდ, ასეთია გამოკვლევის შედეგი”.

“მე ამაზე ვდარდობ. დღეს სწორედ იმას გავუსვი ხაზი, რომ თუ ჩვენ არ შევინარჩუნებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და არ გავაძლიერებთ მას, მოგებული ნამდვილად არ დარჩება არავინ. სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას მივყავართ ხელისუფლების ეროზიისკენ. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის პირველი პროტესტი უკრაინაში
შემდეგი სტატია“მარგველაშვილმა ივანიშვილი “გადააგდო” – ჯუმბერ კირვალიძე