„დღეს საქართველო კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტით გაძლიერდა“

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ქვეყანაში დაცული სასაზღვრო სისტემა, ძლიერების საფუძველია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მის გაძლიერებაში ძლიერი სახელმწიფი გეხმარება.

მინისტრის თქმით, ახალ ნავმისადგომს მოდერნიზებული საპატრულო კატარღაც შეემატა, რომელსაც სახელი „ბათუმი“ მიენიჭა.

„ქვეყნის სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავრი კომპონენტი საზღვარია. დაცული, გამართული სასაზღვრო სისტემა ჩვენი ძლიერების საფუძელია. ეს ფუნდამენტი უფრო მყარია მაშინ, როდესაც მის გაძლიერებაში გეხმარება ისეთი ძლიერი სახელმწიფო, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. დიდი მადლობა აშშ-ის თავდაცვის სფეროში, სააფრთხეების სააგენტოს ხელმძღვანელობას ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტის, ბათუმის თანამედროვე ნავმისადგომის მოწყობასა და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთის. აღსანიშნავია, რომ ახალ ნავმისადგომს მოდერნიზებული საპატრულო კატარღაც შეემატა, რომელსაც ჩემი ბრძანებით მიენიჭა სახელი „ბათუმი“, – განაცხადა მინისტრმა.

მღებრიშვილის განცხადებით, აშშ-ს მიერ აშენებული ყველა ობიექტი და გადმოცემული ტექნიკა ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვარზე, ქვეყნის სუვენერული უფლების დაცვას.

„ჩვენი უწყება თანმიმდევრულად მიყვება მთავრობის მიერ შემუშავებულ და დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიასა და 2014-2018 წლების სამოქმედო გეგმას, რომლის შესრულება მნიშნელოვნად ხელს შეუწყობს როგორც სასაზღვრო ინფრასტრუქტურის, ასევე, საქართველოს სანაპირო დაცვის გაძლიერებას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვასა და ეფექტურს, მოქნილ, მაღალპროფესიულ სამსახურად ჩამოყალიბებას. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას პარტნიორ სახელმწიფოებს, ჩვენ უცხოელ კოლეგებს, რომლებიც აქ იმყოფებიან, გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

შს მინისტრმა მესაზღვრეებსაც მიმართა და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.

„მესაზღვრეებო, მინდა კარგად გესმოდეთ თუ რამდენად დიდია თქვენი როლი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში და მსურს, სრული მხარდაჭერა გამოგიცხადოთ ამ რთულ და საპასუხისმგებლო მისიაში. მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, რამეთუ საქართველო დღეს კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტით გაძლიერდა“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომი გაიხსნა.

banner
წინა სტატიაში“უკუღმართ დროებას რა ვუთხარი, თორემ მე და ეს კაცი რანაირად უნდა ვითვლებოდეთ ერთ გუნდში?”
შემდეგი სტატია“რა სირცხვილია, ღმერთო ეს ყველაფერი” – თინა ხიდაშელი თამაზ მეჭიაურის განცხადებას ეხმაურება