დღეს სასამართლო ცარნაევის სიცოცხლის საკითხს გადაწყვეტს

ცარნაევიდღეს, ბოსტონში 21 წლის ჯოჰარ ცარნაევის ბედი გადაწყდება.
დილით ორივე მხარის დასკვნითი ნაწილის მოსმენის შემდეგ მასაჩუსეცის 12 ნაფიცი ჟიური გადაწყვეტილებას მიიღეს, დაისაჯოს თუ არა სიკვდილით ჯოჰარ ცარნაევი.
სიკვდილით დასჯა ცარნაევს 30-დან 17 პუტქით ემუქრება. თუკი ჟიური ერთხმად გადაწყვეტს 21 წლის ცარნაევის დასჯას, მოსამართლე მას იგივე განაჩენს გამოუტანს. ჟიურიდან ერთი მაინც სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ თუ წავიდა, მოსამართლემ ცარნაევს სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯოს ვადამდელი გათავისუფლების უფლების გარეშე.
შეკრების ოთახში გადაწყვეტილება მხოლოდ უბრალო ხელის აწევით არ დაფიქსირდება. ჟიურიმ სპეციალური ბლანკი უნდა შეავსოს, სადაც შეკითხვებია ჩამოთვლილი.
ეს შრომატევადი პროცედურა მოიგონეს იმიტომ, რომ ჟიურიმ კონცენტრირება ფაქტზე მოახდინოს და ემოციაზე ნაკლებად იფიქრონ.
აღნიშნული პროცედურა აშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ 1976 წელს მიიღო, როცა მან სიკვდილით დასჯის მორატორიუმი შეცვალა.
როგორც დაცვის მხარე აცხადებს, 21 წლის ახალგაზრდის ტვინი სრულყოფილად არ არის ჩამოყალიბებული, ის იზრდებოდა ისეთ ოჯახში, სადაც უფროსი ძმის სიტყვას დიდი ფასი და გავლენა ჰქონდა, რამაც საბოლოო ჯამში მისი ტერაქტში ჩათრევა გამოიწვია.
მისი დაცვა აცხადებს, რომ ჯოხარ ცარნაევი უფროსი ძმის ზეგავლენას განიცდიდა, როცა ბოსტონის მარათონზე ტერაქტს აწყობდა.
ტერაქტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ასობით მათგანმა მძიმე დაზიანებები მიიღო.

banner
წინა სტატიაშიომი ტერიერის წინააღმდეგ: ავსტრალია დეპის ძაღლების მოკვლით იმუქრება
შემდეგი სტატიავერის ბაღში ადამიანის ნეშთი იპოვეს