დღეს პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაცია იწყება

pirvelდღეს პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაცია იწყება. პროცესი მხოლოდ ორი დღე გასტანს.
1 და 2 სექტემბერი განისაზღვრა პირველკლასელთა დამატებით სარეგისტრაციო ვადად იმ ბავშვებისთვის, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ დღემდე არ არიან დარეგისტრირებულნი სკოლაში.

დარეგისტრირდებიან მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 6 წელი.

რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონული ფორმით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე http://registration.emis.ge/მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ვაკანტური ადგილებია.

რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 3 და 4 სექტემბერს.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას

2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.

სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლიას „რეაქცია“ რუსების დაკვეთით დახურეს?
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინის ახალი ფავორიტი 188 სანტიმეტრია+ფოტო