მმართველი კოალიციის წევრებს კონსულტაციების დაწყებისკენ დეპუტატი გიორგი კანდელაკი მოუწოდებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით დროულად უნდა მოხდეს კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავლის გზების განსაზღვრა.
“დღეს პენსია დოლარში იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2012 წელს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უნდა გაგვცეს პასუხი კითხვებზე. მმართველ კოალიციას კონსულტაციების დაწყებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ გვაქვს შემუშავებული 36-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შესძლებს,” – აცხადებს დეპუტატი გიორგი კანდელაკი.