დღეს პატრიარქი სტიქიით დაზარებული ოჯახების ბავშვებს დალოცავს

საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ თბილისის საკრებულოსთან ერთად, სტიქიით დაზარებული ოჯახების ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ერთდღიან პროგრამას გეგმავს.

პროგრამა დღეს საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილ რუსთავის გზატკეცილზე მდებარე კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე განხორციელდება.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ღონისძიება დაიწყება 15:00 საათზე და 20:00 საათზე დამთავრდება. დაგეგმილია საჩუქრების გადაცემა, სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი პროგრამების ორგანიზება, ასევე საუბრები მოძღვრებთან და ფსიქოლოგებთან.

19:00 სთაათზე ტყე-პარკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II-ე მიბრძანდება, პარაკლის გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: „ბარამბო“, „გუდვილი“, M-GROUP, გასართობი ცენტრი- „ქართული ანიმაციური ჯგუფი“, „ჰარიბო“, Haloo kety, „ბორჯომი“, ფ/პ თეა გოცაძე, დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრი და ინტელექტუალური კლუბი „წიგნის მეგობრები“.

banner
წინა სტატიაშისოფელ წყლულეთის გზის აღდგენა დღეიდან იწყება
შემდეგი სტატიაქუთაისში ტრანსპორტი გაიფიცა