დღეს მსოფლიო „დედამიწის საათს“ აღნიშნავს

28 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 საათამდე მსოფლიო მეცხრედ, საქართველო კი უკვე მეშვიდედ “დედამიწის საათს” აღნიშნავს.

“დედამიწის საათმა“ სტარტი 2007 წელს სიდნეიში აიღო. სინათლეების ჩაქრობის სიმბოლური, ერთჯერადი ღონისძიების სახით წამოწყებულმა კამპანიამ ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ მას შეუერთდნენ კერძო პირები, ბიზნეს-საწარმოები და ორგანიზაციები 700 -ზე მეტ ქალაქსა და 162 ქვეყანაში და ათასობით რეგიონში.

“დედამიწის საათის” ორგანიზატორია გაერო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF). ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.
ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. კამპანია “ერთი საათის ფარგლებს” უკვე გასცდა და მიზნად ცხოვრების წესად დამკვიდრებას ისახავს.

კლიმატის ცვლილება დედამიწის ყველაზე რთული და კომპლექსური გარემოსდაცვითი პრობლემაა. მის ცვლილებაზე ზემოქმედების შესაძლებლობის შანსი ამ ეტაპზე არსებობს, ხვალ შესაძლოა, დაგვიანებული აღმოჩნდეს.

ამ დღეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები “დედამიწის საათის” დადგომისას კიდევ ერთხელ ჩაბნელდებიან და მისი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების შესაცვლელ მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

“დედამიწის საათის” მხარდამჭერები, პარტნიორები – თბილისის მერია, გაერო-ს წარმომადგენლობა საქართველოში, ეკოხედვა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.

banner
წინა სტატიაშისოფელ ლელიანში მომხდარი ჩხუბის დროს 28 წლის ზურაბ სამხარაძე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაავთანდილ ბერიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ითხოვს