დღეს მომსწრენი გავხდით, როგორ გვემუქრებოდა ვანო მერაბიშვილი

დღეს მომსწრენი გავხდით, როგორ გვემუქრებოდა ვანო მერაბიშვილი. ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ გამოვიდნენ და ხელისუფლებაში მობრუნების შანსი მისცა “ქართულმა ოცნებამ”, ნამდვილად ვერავინ გაასწრებს მათ , – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრა თV”-ის გადაცემა “რეზიუმეში” სტუმრობისას განაცხადა.
“დღეს ჩვენ კიდევ ერთი რამის მომსწრენი გავხდით, როგორ გვემუქრებოდა ვანო მერაბიშვილი ყველას, რომ გამოვა ციხიდან და ყველას ისე მოგვექცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის. ეჭვიც არ მეპარება, სხვათა შორის, თუ გამოვიდნენ და ხელისუფლებაში მობრუნების შანსი მისცა მათ “ქართულმა ოცნებამ”, ნამდვილად ვერავინ გაასწრებს მათ. მე პირადად არსად გაქცევას ვაპირებ, ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო წინა წლებში, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, ის ზღაპრები, რომ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და არავის ხელს არ ვახლებთ, არის მხოლოდ პიარი და სხვა არაფერი”,- განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ლამის მართლა ჯოხებით გამოსაყრელია ხელისუფლებიდან იმის გამო, რომ თავისი უსუსურობისა და უუნარობის გამო “ნაციონალური მოძრაობა” გააცოცხლა და გააბედინა იმდენი, რამდენსაც ეს პარტია ბედავს.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება გაცილებით დემოკრატიულია, ვიდრე საზოგადოება-ირაკლი სესიაშვილი
შემდეგი სტატიამივმართავ ნაკანს, ნუ გაახარებს შიზოფრენიკ ივანიშვილს, რომელსაც თავის ფსიქოანალიზის წიგნში ერთი თავი აქვს დაწერილი-ვანო მერაბიშვილი