,,დღეს მივიღეთ მიშა-2-ის რეჟიმი”– ინაშვილი ,,ქართულ ოცნებას” ტერორში ადანაშაულებს

აგულაშვილი არის პროვოკატორი

,,არჩევნების მოგების მთავარი კრიტერიუმია საზოგადოების და კანდიდატის სიყვარული” – ამის შესახებ GDS ,,20-30″–ში ,,პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
,,ცუდია როდესაც ხელისუფლება იყენებს მთელი სიმძლავრით ადმინისტრაციულ რესურსს. ის წავიდა ამომრჩევლის დაშინებაზე, მოსყიდვებზე. ინვალიდთა ეტლების გადაცემა საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს ცუდი ფაქტია, კარგი იქნებოდა ეს ხელისუფლებას მოეფიქრებინა ადრე, სანამ არჩევნები ჩაინიშნებოდა. საგარეჯოს პოლიციის უფროსი თავად ჩაერთო ხალხის დაშინების პროცესში. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს აკონტროლოს პირადად ეს პროცესები და აღმოფხვრას დაშინების ფაქტები.
მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქვეყნის პრემიერს, იმ მინისტრებს, რომლებიც ჯერ არ ჩამოსულან საგარეჯოში, ჩამობრძანდნენ საგარეჯოში. ხალხი და მე, აუცილებლად შევხვდებით მათ”– განაცხადა ირმა ინაშვილმა. მისივე თქმით საარჩევნო პროცესში რესპუბლიკური პარტიის წევრები განსაკუთრებულად აქტიურობენ.

,,ძალიან საშიში პროცესები მიდის, როდესაც საარჩევნო პროცესში ჩართულია ხელისუფლების მთელი მანქანა რესპუბლიკური პარტიის მხრიდან, ხდება ხელისუფლებაზე ტერორი, პრაქტიკულად, მთელი ეს რესურსი ერთი კანდიდატის, ირმა ინაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული. დღეს გაჩნდა ძალიან ცუდი ტენდენცია:, საქართველოს ხელისუფლება დაემსგავსა მის წინამორბედს და დღეს მივიღეთ მიშა-2-ის რეჟიმი! ქართველ ხალხს არ აურჩევია რესპუბლიკური პარტია და მისთვის არ მიუცია ის ლეგიტიმაცია, რომლითაც მან , რეალურად ნახევარი ხელისუფლების უზურპაცია მახდინა დღეს!.ეს ხდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ. მუსირებს აზრი, თითქოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი , სენატი, კონგრესი ჩემი კანდიდატურის წინააღდეგია.თითქოს ჩემთვის ხელისუფლებაში მოსვლა დააზიანებს საგარეო ვექტორებს და ხელს შეუშლის ინტეგრაციებს. მინდა დაგარწმუნოთ, მე დავუკავშირდი მათ და საქმის კურსში ცავაყენე ჩვენი პარტნიორები.. ასეთი მეთოდებით ბრძოლა, ვიმეორებ, სააკაშვილის რეჟიმს ახასიათებდა და ეს დღეს არის რესპუბლიკური პარტიის სტილი.აცხადებს ,,პატრიოტთა ალიანსის,, პარტიის ლიდერი, მისი თქმით, ,,ოცნების,, ჯანსაღი ნაწილი უნდა მოერიოს რესპების შანტაჟს , სხვა შემთხვევაში, იძულებული ვხდებით, დავუბრუნდეთ იმ მეთოდებს, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გვიხდებოდა ბრძოლა”– განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითორნიკე შარაშენიძე:”გაზპრომზე” ვინცაა ჩამოკიდებული ყველა მისგან ჩამოხსნას ცდილობს
შემდეგი სტატიაგილოცავთ ბორის გრიგორიჩ!