,,დღეს მედია ივანიშვილის ხელში ისევეა, როგორც იყო სააკაშვილის დროს”

საზოგადოება ელის მესამე ძალას და ეს "თავისუფალი დემოკატები" იქნებათავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, აშშ-დან გადაცემა არჩევანში ჩაერთო და ხელისუფლების მიერ რუსთავი2-ის წინააღმდეგ მოქმედება დაგმო.

ალასანია აცხადებს, რომ დღეს ქართული ოცნება იგივე გზას აგრძელებს, რა გზაზეც იდგა ნაციონალური მოძრაობა.

„როდემდე უნდა გაგრძელდეს ის ვითარება, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ ხელისუფლება მოდის კარგი დაპირებებით და შუა გზაში იწყებს ძველი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას. დღეს მედია ივანიშვილის ხელში ისევეა ზუსტად, როგორც იყო სააკაშვილის დროს. საზოგადოება დაიღალა ამით,“ – აცხადებს ირაკლი ალასანია.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ამბობს, რომ დასავლეთისთვის და აშშ-თვის მედიასივრცეზე იერიშის მიტანას აღიქვამს, როგორც იმის ნიშანს, რომ დემოკრატია ვერ განვითრდება.

„დღეს რუსთავი2 არ არის მიუკერძოებელი, მაგრამ არის დამოუკიდებელი ტელევიზია,“ – ამბობს ალასანია და მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს, რომ „თავი დაანებონ ერთმანეთის დაპირისპირების პირობებში საქართველოს ინტერესების უკან წაწევას“.

banner
წინა სტატიაშიქართული პლატფორმა: „ქოცურ“-„ნაცური“ ალიანსი ენერგეტიკაში და „სემეკი“ მარეგულირებელი სტატუსის და ფუნქციის გარეშე?
შემდეგი სტატია“თუ რუსთავი2 დაიხურება, ხალხი მასობრივად გამოვა ქუჩაში”+ვიდეო