დღეს ლარმა იპოვა თავის ახალი წონასწორობის წერტილი

დღეს ლარმა იპოვა თავის ახალი წონასწორობის წერტილი

giorgi qadagidzeეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, ლარის გაუფასურებას მომავალში აღარ ელოდება–ამის შესახებ მან გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა და არნიშნა, რომ “დღეს ლარმა იპოვა თავის ახალი წონასწორობის წერტილი”.

გიორგი ქადაგიძემ გადაცემაში ის პროცესები განმარტა, რაც ბოლო ერთი წელია, მიმდინარეობს და რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია.

“გაუფასურების პროცესში რეზერვების გამოტანა იქნებოდა მცდარი გადაწყვეტილება, რადგან შეუძლებელია, სავალუტო შემოდინებები დააკომპენსირო სავალუტო რეზერვით. ეს ვერ შეძლეს ჩვენზე გაცილებით დიდმა ქვეყნებმა. დღეს საუბარი იმაზე მიდის, თუ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის გაუფასურება და გაჩერდა თუ არა პროცესი. დღევანდელ პირობებში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ლარმა იპოვნა თავისი ახალი წონასწორობის კორიდორი და სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ გაუფასურებას აღარ ველოდებით,“ – აცხადებს გიორგი ქადაგიძე.

banner
წინა სტატიაშიდავით დეფი–”ბაბუ ამერიკის დროშით ნაცემია”
შემდეგი სტატიაინფლაციური მოლოდინი ძალიან მაღალია