დღეს ბრიუსელში საბერძნეთის ახალ წინადადებას განიხილავენ

დღეს ბრიუსელში საბერძნეთის ახალ წინადადებას განიხილავენ

დღეს ბრიუსელში საბერძნეთის ახალ წინადადებას განიხილავენსაბერძნეთი კიდევ 6 თვე მიიღებს ევროპისგან კრედიტს, მაგრამ მხოლოდ საკუთარი პირობებით. იმ დროს, როცა ევროზონა ფაქტობრივად უკვე არსებული პროგრამის გამოყენებას აიძულებს საბერძნეთს, ათენს ფულის მიღება მხოლოდდამხოლოდ საკუთარი პირობებით სურს.
ევროზონის ფინანსთა მინისტრები ბერძენი კოლეგის იანის ვარუფაკისის წერილს გულდასმით სწავლობენ, რომელიც ევროჯგუფის მეთაურის იარუნ დეისელბლუმის სახელზეა გაგზავნილი. ის ათენის კომპრომისულ წინადადებებს შეიცავს საბერძნეთის დახმარებასა და ბერძნული ვალის დარეგულირების საკითხებზე. დღეს ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან, რომ საბერძნეთის წინადადება განიხილონ.
იმის მიუხედავად, რომ ათენის განცხადებით მათ მიერ შეთავაზებული წინადადება იმდენად მაცდურია, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია მასზე უარის თქმა, უარის თქმის ალბათობა ძალიან დიდია. გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ, რომელიც ლიდერია არა მხოლოდ ევროზონაში, არამედ ევროკავშირშიც, აღნიშნული წერილი უკვე დააკომენტარა. მათი რეაქცია ცალსახად ნეგატიურია. ეს კი იმის ნიშანია, რომ ევროჯგუფი, ანუ ფინანსთა მინისტრები საბერძნეთს უარით გაისტუმრებენ.
ბრიუსელსა და ბერლინში მზად არიან ბერძნებს კრედიტები მისცენ, მხოლოდ ადრინდელი პირობებით. ადრინდელ პირობებში პირველ ყოვლისა რადიკალური ეკონომიკური რეფორმები იგულისხმება, რომელიც საბერძნეთში უკიდურესად არაპოპულარულია.

banner
წინა სტატიაში2012 წლის სექტემბერში ჩაკუკულები, დღეს კვლავ უშვერი სიტყვებით მლანძღავენ, ფრთა შეისხეს–ირმა ინაშვილი
შემდეგი სტატიაობამა სამეცნიერო კვლევების დაფინანსებას გაზრდის – აშშ-ს 2016 წლის ბიუჯეტი