დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

ქრისტიანული სამყარო აღდგომის დღესასწაულს ერთი კვირის მანძილზე აღნიშნავს.

ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებლები საფლავთა კურთხევასა და დიდუბობას აღნიშნავენ. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ.

იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას “გამარჯობის” ნაცვლად ერთმანეთს ახარებენ: “ქრისტე აღდგა!” – “ჭეშმარიტად!”, “ჭეშმარიტად აღდგა!”, “ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე”.

banner
წინა სტატიაში“მოვუწოდებთ რუსეთს, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა უზრუნველყოს”
შემდეგი სტატიაკოტე თოლორდავას გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა