ეკა გიგაური: დღევანდელი საარჩევნო სისტემა არის უსამართლო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური დღეს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება და წერს:

დღევანდელი საარჩევნო სისტემა არის უსამართლო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა პარლამენტში განუცხადა, სადაც საარჩევნო რეფორმის საკითხზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
აღნიშნულის კონტექსტში გიგაური ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა 2016 წლის არჩევნებისთვის უნდა მოხდეს და მისი 2020 წლისთვის გადადება არასწორი იქნება.
“დღევანდელი საარჩევნო სისტემა არის უსამართლო. ამ საარჩევნო სისტემით ჩვენი მოქალაქეების ინტერესები არ აისახება. ის არის უსამართლო და არაპროპორციული და ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მმართველ პარტიას. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც იმაზე, რომ ქვეყანაში საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. დღეს ამაზე საუბრობს მმართველი კოალიციაც, თუმცა მას არსებული სისტემის შეცვლა 2020 წელს უნდა, რაც არასწორია. დღეს უნდა გადაიდგას ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რისი შესაძლებლობაც არსებობს და რითაც ქვეყანაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას ვუზრუნველყოფთ”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა კაციტაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს – შეიძლება იფიქროთ, რომ თქვენ თავს “დეჟა ვუ” ხდება
შემდეგი სტატიასაქართველოში საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა