დუმა ნემცოვის მკვლელობის გამოძიებაზე უარს ამბობს

11292840_1073734432641078_884592025_nრუსეთის დუმა ნემცოვის მკვლელობის საქმის საპარლამენტო გამოძიებაზე უარს ამბობს-ინფორმაციას პარლამენტარი დიმიტრი გუდკოვი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს და დამადასტურებელ დოკუმენტსაც აქვეყნებს.
უარის თქმის მიზეზად სახელდება ის, რომ პარლამენტს არ ზალუძს დანაშაულის მომენტში კონკრეტული პირის ბრალეულობის დამტკიცება და ეს მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა.
-„რომ გადავთარგმნოთ, მათი მიზეზი ჟღერს ასე-გაიგებთ მხოლოდ იმ სიმართლეს, რისი თქმის უფლებასაც მოგვცემენ“-აცხადებს გუდკოვი.
ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი ა.წ. 27 თებერვალს მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზებს ახალი სარდალი ჰყავთ – რუსი გენერალი ხრულოვი
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი: პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს მთავრობას, რომელმაც სათანადოდ არ იმუშავა