დუბაის პრინცი იემენელ ბოევიკებთან ბრძოლაში დაიღუპა…

არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერმინისტრისა და ვიცეპრეზიდენტის შეიხ დუბაი მუჰამედ ბენ რაშიდ ალ-მაკტუმის უფროსი ვაჟი იემენელ აჯანყებულებთან ბრძოლაში დაიღუპა… აცხადებს ირანული სააგენტო Fars-ი.

როგორც ირანული მედია აცხადებს, პრინცი რაშიდი პროვინცია მაღრიბში იემენელ ამბოხებულებთან ბრძოლის დროს დაიღუპა და არა ინფარქტით, როგორც ამას საემიროების ოფიციალური ხელისუფლება იუწყება… ირანელების აზრით, პრინცის დაღუპვის რეალური მიზეზის დამალვა საემიროების ხელისუფლებას ანტისაომარი განწყობების გაღვივების შიშის გამო დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროები, არაბულ კოალიციასთან ერთად იემენში აჯანყებული ჰუსისტების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ღებულობს მონაწილეობას.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიბიჭუნა, რომელიც “საათი-ბომბის” გამო დააპატიმრეს, სკოლიდან გამოიყვანეს
შემდეგი სტატიარუსეთი აშშ-სა და ევროკავშირში ადამიანის უფლებათა დარღვევით შეშფოთებულია…