„დროა კოალიცია შეეგუოს, რომ მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრი არ არის“

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მარგველაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრი არ არის.

როგორც უსუფაშვილმა გადაცემა „პოლიტარტში“ სტუმრობისას განაცხადა, როდესაც საქმე მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებს ეხება, პრეზიტენტმა უნდა შეძლოს პოლიტიკური სპექტრის პოზიციების თავმოყრა.

„დროა კოალიცია „ქართული ოცნება“ შეეგუოს იმ რეალობას, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი მართალია იყო დასახელებული კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ, მაგრამ იგი არ არის კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრი. ეს მასაც უთქვამს და მე ცოტა მეტსაც ვიტყოდი – პრაქტიკულად ამას ჩვენი კონსტიტუციური სისტემაც განაპირობებს. პრეზიდენტი შეიძლება იყოს დასახელებული პოლიტიკური პარტიის მიერ, ქონდეს გარკვეული ბმა ამ გუნდის პოლიტიკურ ისტორიასთან, თუ პოლიტიკურ მომავალთან, მაგრამ თავისი ფუნქციების შესრულებისას ის უნდა იყოს, არა რომელიმე პარტიის პოლიტიკის გამომხატველი, არამედ უნდა შეეცადოს შეაგროვოს პარტიები, შეაგროვოს შეხედულებები. ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტი ახერხებს თუ არა ამ ფუნქციის ძალიან კარგად შესრულებას..არ ვიცი.. შეიძლება იყოს სურვილები, მეც შეიძლება მქონდეს სურვილი, რომ მეტად შეძლოს ამ ფუნქციის შესრულება, არა მხოლოდ ოპოზიციური სპექტრის თავმოყრა და მათი მოსაზრებების გაერთიანება, არამედ კიდევ უფრო ფართოდ, ზოგადად პოლიტიკური სპექტრის პოზიციების თავმოყრა, როდესაც საქმე ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებს ეხება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე იმსჯელეს
შემდეგი სტატია“ყვარელში სასმელი წყალი უვნებელია ქიმიური მაჩვენებლებით”