დონეცკის მიტინგის კადრები, რომელიც რუსულმა ტელევიზიამ ამოჭრა (VIDEO)

გუშინ 15 ივნისს, დონეცკის სეპარატისტული ხელისუფლება უჩვეულო ფაქტის წინაშე დადაგა… ამ ქალაქის მოსახლეობამ სპონტანური საპროტესტო მიტინგი მოაწყო სადაც მშვიდობიანი ცხოვრების უფლება და სოციალური პრობლემების მოგვარება მოითხოვა, რასაც რუსული და უკრაინული წყაროებიც ადასტურებენ
გავრცელებული ინფორმაციით პროტესტანტებმა ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები დაადანაშაულეს არსებულ სიტუაციაში და მოუწოდეს რუსეთის და უკრაინის ხელისუფლებებს დაამყარონ დონეცკში მშვიდობა.
როგორც მიტინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, არ წყდება სროლები და დაბომბვები ორივე მხრიდან, რასაც დონეცკის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალები და ბავშვები ეწირებიან… ბევრმა ადამიანმა დაკარგა ახლობლები, ოჯახის წევრები… ბევრი ოჯახი დარჩა უსახლკაროდ ისე, რომ არსად წასასვლელი არააქვთ და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები არაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებს მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება მისცენ და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყონ.
ერთ-ერთი მომიტინგის განცხადებით, დონეცკის შემოგარენი 2 წელია დაბომბვების ქვეშ ცხოვრობს, რის შედეგადაც იქაური მოსახლეობის 80 პროცენტის ბინები საცხოვრებლად ან უვარგისია ან ისეთ ადგილზეა, რომ მანდ გაჩერება შეუძლებელია და ამიტომ ეს ხალხი ნაქირავებში ცხოვრობს.
,,არავინ გვეხმარება აქაური ხელისუფლებიდან, რომ ჩვენი პრობლემები მოვაგვაროთ… ყველა გვატყუებს, რომ დღეს-ხვალ მშვიდობა იქნება… და რომ მოგვარდება ჩვენი პრობლემები,, აცხადებენ მომიტინგეები.
მომიტინგეებთან მივიდნენ სეპარატისტული ხელისუფლების ხელმძღვანელები და თხოვეს პროტესტის შეწყვეტა… ,,ცოტაც მოითმინეთ და გვექნება მშვიდობა,, აცხადებდნენ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ზახარჩენკო და სხვა დონეცკელი ლიდერები… თუმცა მომიტინგეებმა მათ დაპირებებს პროტესტით უპასუხეს.
,,ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ! დაგვანებეთ თავი… უბრალოდ დაგვანებეთ თავი! სად არის თქვენი დაპირებული მშვიდობა? 2 წელია გვპირდებით… სანამდე შეიძლება მოვითმინოთ?,, იყო მომიტინგეთა პასუხი… რისი კადრებიც რუსულმა ტელევიზიებმა ამოჭრეს.

www.timer.ge
/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშირა ხდება ამ წუთებში მარჯვენა სანაპიროზე+ფოტო
შემდეგი სტატიადიდი გაქცევის ტრაგიკული დასასრული–ფოტოები უკომეტაროდ