დონეცკის მაღაროში აფეთქება მოხდა… მსხვერპლზე განსხვავებული მონაცემები ვრცელდება

დოონეცკში, უკრაინის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, დღეს დილით კიევის დროით 05:30 საათზე, ,,ზასიადკოს,, სახელობის ქვანახშირის მაღაროში მეთანის აფეთქება მოხდა. მაღაროში ამ მომენტისთვის 70 მაღაროელია ბლოკირებული, რომელთა გადარჩენისათვის მიმდინარე ოპერაციაში 15 სამთო-მაშველი ჯგუფი მუშაობს…

უკრაინის რადას დეპუტატის, ვლადიმერ გროისმანის თქმით, მაღაროში აფეთქებას 32 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა… რასაც თავად დონეცკში არ ადასტურებენ და ამ მომენტისთვის, მხოლოდ 1 გარდაცვლილზე საუბრობენ..

banner
წინა სტატიაშინაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებული კომპანიები მომავალი პორტის მდებარეობას ეცნობიან
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – სამართლიანობის აღდგენის სახელით გადადგმულ ნაჩქარევ ნაბიჯებს შეიძლება ქვეყნის ინტერესები შეეწიროს