დონეცკის აეროპორტს უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ

დონეცკის აეროპორტისთვის უკვე რამდენიმე დღეა, ბრძოლა მიმდინარეობს. აეროპორტს ამ დროისთვის უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში “ბოევიკებმა” 82-ჯერ გახსნეს ცეცხლი უკრაინელი სამხედროების პოზიციების მიმართულებით.

წუხანდელი ღამის განმავლობაში “ბოევიკებს” არ შეუწყვეტიათ თავდასხმა დონეცკის აეროპორტზე, ასევე დაზარალდა აეროპორტთან ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ვერ აირჩევს, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გახდეს
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის დააკავეს