დონბასში გარდაცვლილის მამა – ამბობდა საიდუმლო ნაწილში ვარო

დონბასში შეიარაღებული დაპირისპირებისას დაღუპული საქართველოს მოქალაქე, შალვა ბუხაიძე თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარიდანაა.

როგორც გარდაცვლილის მამა ჯიროდ ბუხაიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, მისი შვილის გადმოსვენებაში ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაეხმარნენ.
ბუხაიძის თქმით, მისი ვაჟი უკრაინაში, ქალაქ დონეცკიდან 40 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა. “როცა ვეკითხებოდი, ვის წინააღმდეგ იბრძვი მეთქი, ამბობდა ტელეფონით ვერაფერს გეტყვიო. შემდეგ ნათესავები და ოჯახის წევრები რომ ეკითხებოდნენ, ასე უპასუხია, რომ საიდუმლო ნაწილში ვარ და სხვას ვერაფერს გეტყვითო”, – აცხადებს გარდაცვლილის მამა ჯიროდ ბუხაიძე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის იუსტიციის სამინისტროში წამყვან თანამდებობებზე კიდევ სამი ქართველი იმუშავებს
შემდეგი სტატიაფრანსუა ოლანდი – საფრანგეთში ტერორიზმთან ბრძოლის არნახული მასშტაბის ოპერაცია ტარდება