დონალდ ტუსკი: ჩემი თვალით ვნახე საოკუპაციო ხაზზე მავრთულხლართების მონტაჟი, ეს პროვოკაციაა

ტუსკი ევროპაში რევოლუციის ჩრდილს ხედავს

“მე ჩემი თვალით ვნახე საოკუპაციო ხაზზე მავრთულხლართების მონტაჟი. ეს პროვოკაციაა,” – ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

დონალდ ტუსკის განცხადებით, ის, რაც საოკუპაციო ხაზთან ხდება, არის პროვოკაცია. ტუსკი ამბობს, რომ ვითარებას ადგილზე ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლები აკვირდებიან და ცდილობენ ვითარების კონტროლიდან გამოსვლა არ მოხდეს.

“მე ვიმყოფებოდი საოკუპაციო ხაზთან, დავინახე თუ როგორ მონტაჟდება გამყოფი ზოლები. ეს არის აშკარა პროვოკაცია,” – აცხადებს დონალდ ტუსკი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა მთავრობის სწორი და გააზრებული პოლიტიკისთვის. ტუსკი ფიქრობს, რომ საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ პროცესებს ნაკლები ემოცია და პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება.

“მე ხაზს ვუსვამ თქვენი და თქვენი მთავრობის რეაქციას. როგორც საქართველოსთვის ასევე რეგიონისთვის ეს არის მნიშვნელოვანი. ეს პრობლემა აღელვებისა და ემოციების გარეშე უნდა მოგვარდეს. პროვოკაციის ავტორები მოჭარბებულ რეაქციას ისურვებდნენ, ამიტომ ჩვენ უნდა ვიდგეთ მტკიცეთ. ევროკავშირი და საქართველო მჭიდრო პარტნიორები და კარგი მეგობრები არიან,” – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

დონალდ ტუსკმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა.

“შეხვედრაზე მე ხაზი გავუსვი, რომ ექსტრემალური პოლიტიკის განხორციელებისგან ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს. სამართლებრივ სფეროში უნდა მიმდინარეობდეს ეს პროცესი და მხოლოდ ასე უნდა მოგვარდეს არსებული კონფლიქტები. ევროკავშირი თვლის, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული ხელშეკრულებები არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მე ევროკავშირის სახელით ვადასტურებს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,”- განაცხადა დონალდ ტუსკმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ისწრაფვის გახდეს ევროპული ტრანსფორმაციის წარმატებული მაგალითი
შემდეგი სტატიასამინისტროებმა და სსიპ-ებმა ხუთ თვეში რეკლამაზე მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს