დონალდ ტუსკი: ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ძლიერია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერმინისტრის შეხვედრა დასრულდა. მათ განცხადებები პრესკონფერენციაზე გააკეთეს. დონალდ ტუსკმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები ძლიერია.

“მოხარული ვარ, შევხვდე ბატონ პრემიერს თბილისში. დღეს ვიხილავდით რეფორმებს, რაც საქართველოს წინსვლისა და ტრანსფორმაციისთვის არის განსახორციელებელი. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მისწრაფებების ფონზე. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ძლიერია, ერთნაირი ხედვა გვაქვს, როგორ შევქმნათ უკეთესი მომავალი.

საქართველოს საზოგადოება უვიზო მიმოსვლითაა დაინტერესებული ევროკავშირთან, საქართველომ კარგ პროგრესს მიაღწია, თუ პროგრესი გაგრძელდება, თუ შემდეგი ტექნიკური მოხსენება დადებითი იქნება, იმედი მაქვს, აღნიშნულ პროცესს ჩვენ უახლოეს პერიოდში წარმატებით დავასრულებთ ,” – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

banner
წინა სტატიაში“ეს არის პროვოკაცია, რომელსაც ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ” – პრემიერი ე.წ. საზღვრის შესახებ დონალდ ტუსკს ესაუბრა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ისწრაფვის გახდეს ევროპული ტრანსფორმაციის წარმატებული მაგალითი