დოლარის ოფიციალური კურსი 2.26 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.26 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 25 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.2619 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.1971 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0648 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მთავრობამ ვლადიმერ პუტინს ცხინვალის რეგიონთან ე.წ.შეთანხმების გაფორმების წინადადებით მიმართა
შემდეგი სტატიაუკრაინა თავდაცვისუნაზრიანობის გაზრდას იწყებს