დოკუმენტი, სადაც სტიქიის ზონებია განსაზღვრული, მერიაშია გადაგზავნილი

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტი, სადაც სტიქიის ზონებია განსაზღვრული, მერიაში უკვე გადაგზავნილია. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი საჯარო ჯერ არ გამხდარა.

დაზარალებულებმა ამ დრომდე არ იციან, ცხოვრობენ თუ არა ისინი სტიქიის ზონებში და რა სახის კომპენსაციებს მიიღებენ.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, ამბობს, რომ სტიქიის შედეგების კომპენსაციებისთვის საკმარისი თანხაა გამოყოფილი და ანაზღაურების პროცესი არ შეიძლება, დიდხანს გაიწელოს. მისი თქმით, ზარალის ანაზღაურების პროცესი სწრაფად უნდა გადაიჭრას.

„საქმე გვაქვს თბილისის მერიის უთავბოლობასთან, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე აქეთ-იქით ბოდიალობს,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება თანხების დაზოგვას დაზარალებული მოსახლეობის ხარჯზე ცდილობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ოფიციალური ვიზიტით იანს სტოლტენბერგი ეწვევა
შემდეგი სტატიადელტაში აცხადებენ, რომ სეტყვის თავიდან ასაცილებლად 50-მდე რაკეტა გაისროლეს